Monday, December 10, 2012

ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში.რელიგიები საქართველოში

მთავარი თემა
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში.რელიგიები  საქართველოში
საწავლო საფეხური
საბაზო საფეხური  6-კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10-მოსწავლე.
სასწავლო  პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა.
მოსწავლეები  იგებენ  საქართველოში  ქრისტიანობის გავრცელების თარიღს და ვინ გაავრცელა ქრისტიანობა საქართველოში, აგრეთვე ვისი მეფობის დროს.  გარდა ამისა იგებენ  ქრისტიანობის მიღებამდე თუ ვინ იყვნენ ქათველები.  გარდა ქრისტიანებისა ,რომ საქართველოში ცხოვრობს სხვა რელიგიის მიმდევრები.

სასწავლო პროექტის  მიზნები და შედეგი.
პროექტის მიზანი და შედეგია  მოსწავლეებმა მიღებული  ცოდნით  გაანალიზონ რომ სხვადასხვა  რელიგიის  წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთის გვერდით იცხოვრონ, ითანამშრომლონ ერთ ქვეყანაში,ერთ საზოგადოებაში.

შეფასების საგანი და პროცედურები.
მოსწავლეთა წარმატება შეფასდეს  დაკვირვებისა და  ანალიზის საფუძველზე.ინფ-იის  მოძიება,პრეზენტაცია,მსჯელობა და დავალებების შესრულებით.ჯგუფური სამუშაოს შესრულებით მოპოვებული ინფორმაციის გაცნობა და თემის ირგვლივ ცოდნის შეჯერება.

წინასწარი ცოდნა.
წინასწარი ცოდნა ხელსშეუწყობს თემის მიმართ ინტერესის გაღვივებას და უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.

თემის ირგვლივ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია. სასურველია აუდიო-ვიდეო მასალის ინტეგრირება საინფ-იო ტექნოლოგიებთან.მასალის ცოდნა    მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.

აქტივობები,სტრატეგია.სასწავლო პროექტის მსვლელობა.
სასწავლო პროცესი და არჩეული თემა საინტერესო, რომ გახდეს კლასში შეიქმნას საინტერესო სტრატეგია.შეიქმნას რამოდენიმე ჯგუფი კლასში, იმუშაონ თემის ირგვლივ მოიძიონ მასალები  გაეცნონ ,იმსჯელონ. მიღებული დასკვნები წარმოადგინონ ჯგუფებმა, გააკეთონ პრეზენტაცია, ანალიზი თემის ირგვლივ. აზრთა გაზიარებით მიიღონ სრული წარმოდგენა.